საქართველოს საპატრიარქოსთან მსჯავრდებული დეკანოზის მხარდასაჭერად გამართული საპროტესტო აქცია დასრულდა. დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე საქართველოს პატრიარქს მოუწოდებს, პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართოს.
მისი თქმით, აღნიშნული მოთხოვნა პატრიარქმა მისი ძმის, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა დააკმაყოფილოს.
დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციაში პოლიტიკური ჯგუფებიც მონაწილეობდნენ. საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია“, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე და „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი ნიკოლოზ მაჭუტაძე.
საპროტესრო აქციაზე გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად იმყოფებოდნენ ასევე ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი. აგრეთვე, ტელეკომოანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.