მართლწესრიგის ოფიცრების ინიციატივით N61 სკოლაში დასუფთავების აქცია ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილსის პოლიციის დეპარტამენტის მართლწესრიგის ოფიცრების ინიციატივით დასუფთავების აქცია ჩატარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მართლწესრიგის ოფიცრებმა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, N61 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია მანდატურებთან, სკოლის ადმინისტრაციათან, მოსწავლეებსა და მათ მშობლებთან ერთად დაასუფთავეს.

მართლწესრიგის ოფიცრებმა უსაფრთხოებისა და დანაშაულის პრევენციის შესახებ მოსწავლეთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მოზარდებს მართლწესრიგსა და სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე ესაუბრნენ.

„მსგავსი სახის საზოგადოებრივი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება. მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია“, - ნათქვამია პრესრელიზში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა