დავით ზალკალიანი ჩეხ კოლეგას ტომას პეტრიჩეკს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ტომას პეტრიჩეკთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებულ ბრწყინვალე პოლიტიკურ ურთიერთობებს, როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ჩეხეთს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის, რასაც პოლიტიკურის გარდა პრაქტიკული განზომილებაც გააჩნია , ჩეხეთის დახმარების პროგრამის სახით.

უწყების ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავის სათანადოდ აღნიშვნის აუცილებლობაზეც, როგორც ფორმატის ფარგლებში მიღწეული შედეგების, ასევე სამომავლო გეგმების დასახვის თვალსაზრისით. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჩეხი კოლეგა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლსითავს ეძღვნება.

მინისტრმა ჩეხ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქრთველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტებისა და აქტიური კონტაქტების მნიშვნელობას ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით.

საქართველოსა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა