ისანში ქალბატონი აბაზანაში ყოფნისას, სავარაუდოდ, CO-თი  მოიწამლა

ისანში CO-თი ინტოქსიკაცია ღია კამერიანმა აკრძალულმა წყალგამაცხელებელმა გამოიწვია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ყაზტრანსგაზ-თბილისიდან“ აცნობეს, დღეს, 17 თებერვალს, კომპანიის ცხელ ხაზზე ისნის რაიონიდან შეტყობინება შევიდა - ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრები ქალი შეუძლოდ გახდა. კომპანიის ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა ბინის შემოწმებისას აბაზანაში კუსტარულად დამონტაჟებული ღია წვის კამერიანი აკრძალული წყალგამაცხელებელი აღმოაჩინეს. ბინაში მცხოვრები ქალბატონი აბაზანაში ყოფნისას, სავარაუდოდ, CO-თი მოიწამლა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა სახიფათო ღია კამერიანი წყალგამაცხელებელი გაზის ქსელიდან ჩახსნეს და მეპატრონე კატეგორიულად გააფრთხილეს, რომ აღნიშნული წყლის გამაცხელებლის მოხმარება სიცოცხლისთვის საშიშია.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გაფრთხილებთ, ნუ გარისკავთ საკუთარი ან სხვისი სიცოცხლით. უარი თქვით ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებლებისა და გაზგამათბობლების მოხმარებაზე. ასევე, სიფრთხილე გამოიჩინეთ ქარიან ამინდში გაზის დანადგარებთან“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა