შსს-ს ინფორმაციით, უკრაინაში დაკავებული პირები არა საქართველოს, არამედ აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ კიევში მოქალაქეების გაქურდვის ფაქტზე 4 ქართველია დაკავებული, სიმართლეს არ შეესაბამება - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები სავარაუდოდ აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. „უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ კიევში მოქალაქეების გაქურდვის ფაქტზე 4 ქართველია დაკავებული, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე, რომლის დროსაც კიევის ქუჩაში მოქალაქეები გაქურდეს, დაკავებული პირები აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში, ანტონოვიჩის ქუჩაზე სამართალდამცველებმა ძარცვის ბრალდებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ეჭვმიტანილებმა მთელი ღამის განმავლობაში, სულ მცირე, ოთხი ადამიანი გაძარცვეს.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, ბრალდებულები საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც უკრაინაში ტურისტებად ჩავიდნენ და ჰოსტელში ცხოვრობდნენ.

„დაკავებისას ოთხმა ქართველმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. ისინი აგრესიულად იქცეოდნენ. მათგან ამოღებულია საფულე, ოქროსა და ვერცხლის საათები, ძვირფასეულობა. დაკავებულები შეეცადნენ ნაქურდალი ნივთების საკანალიზაციო ქსელში და პოლიციის მანქანების ქვეშ გადაყრას. დაკავებულთაგან სამი ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო, ერთის განცხადებით კი, მას თან ჰქონდა ნარკოტიკები.

ადგილზე დაკითხვისას მამაკაცებმა ბრალდებები უარყვეს. ისინი დაკავებულები არიან“-წერს უკრაინული მედია.

იხილეთ ვიდეო: უკრაინაში დაკავებული პირები არა საქართველოს, არამედ აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა