ექიმი - დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეზღუდული აქვს მოძრაობა მარჯვენა ხელ-ფეხში,  მაღალტექნოლოგიური გამოკვლევის დეტალური შედეგი სავარაუდოდ  ხვალ იქნება

მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს დიაგნოზის დასადგენად მაღალტექნოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ მარინა გელანტიამ განუცხადა.

მისი განმარტებით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „მთელი ღამის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი. უტარდებოდა სტანდარტული მკურნალობა. დიაგნოზის ვერიფიცირებისთვის პაციენტს ჩაუტარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევა, რომლის დეტალური შედეგიც სავარაუდოდ ხვალ იქნება. კონტრაქტორ კლინიკაში იყო გადაყვანილი. შეზღუდული აქვს მოძრაობა მარჯვენა ხელ-ფეხში, სწორედ ამ მოვლენის ვერიფიცირებისტის გვჭირდება მაღალტექნოლოგიური გამოკვლევა, შემდგომი კვლევები, რასაც ვუტარებთ და ჩავუტარებთ“, - განაცხადა მარინა გელანტიამ.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს, 21:35 საათზე გადაიყვანეს.

იხილეთ ვიდეო: როგორია გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის?

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა