საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის ბუნდესტაგის საგარო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ნორბერტ როიტგენს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა მადლობა გადაუხადა გერმანელ დეპუტატს საქართველოს მხარდაჭერისთვის. ხაზი გაესვა გერმანიის ბუნდესტაგის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსის მხარდაჭერას. ამ მხრივ უაღრესად დადებითად შეფასდა საქართველოს მიღწევები და კონკრეტული ხელშესახები შედეგები, რაც როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში ინტეგრაციის პროცესმა მოიტანა საქართველოსთვის და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ამ პროცესში გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

უწყების ცნობით, მინისტრმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემოს შესახებ და აღნიშნა რუსეთის აგრესიის და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის კონკრეტულ შემთხვევებზე საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის გერმანიის პოლიტიკური წრეების სათანადო რეაგირების მნიშვნელობა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს გერმანიისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას. დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის არსებული ინტენსიური მაღალი დონის კონტაქტები, აღინიშნა რომ ფედერალური კანცლერის განხორციელებული ვიზიტი საქართველოში და საქართველოს პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტი ბერლინში კიდევ უფრო გაამყარებს ორი ქვეყნის პარტნიორობას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა