“ინოვაციურ-პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრის“ ორგანიზებით, ტრენინგი - “ხელოვნური ინტელექტის რეგულირების სამართლებრივი ასპექტები“ ჩატარდა

“ინოვაციურ-პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრის“ ორგანიზებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: “ხელოვნური ინტელექტის რეგულირების სამართლებრივი ასპექტები“.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, ტრენინგის ფარგლებში შემდეგი საკითხები განიხილეს: ხელოვნური ინტელექტის არსი, პასუხისმგებლობა, მონაცემთა რეგულირება, სამართალსუბიექტობის ასპექტები, დისკრიმინაცია, კანონის უზენაესობა რობოტიკაში, საგანთა ინტერნეტით გამოწვეული დავების გადაწყვეტა.

ტრენინგს ევროკავშირის ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის ინიციატივის საერთაშორისო მკვლევართა საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრი ლევან ბოძაშვილი უძღვებოდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, სამეცნიერო წრის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

“ტრენინგმა დიდი მოწონება დაიმსახურა. გამოითქმა მოსაზრება, რომ ცენტრის ფარგლებში კვლავ გაგრძლდეს მუშაობა ხელოვნური ინტელექტის თემაზე“, - აღნიშნულია ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა