დონალდ ტრამპი ევროპელ მოკავშირეებს მიმართავს, 800-ზე მეტი ისლამისტი გაასამართლონ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპაში ვაშინგტონის პარტნიორებს თხოვნით მიმართავს, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ასობით „ბოევიკი“ მიიღონ, რომლებიც ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა შეიპყრეს სირიაში ოპერაციის დროს. შესაბამისი ჩანაწერი მან „ტვიტერის“ პირად გვერდზე განათავსა.

„აშშ სთხოვს დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას და სხვა ევროპელ მოკავშირეებს, სირიაში შეპყრობილი „ისლამური სახელმწიფოს“ 800-ზე მეტი „ბოევიკი“ მიიღოს და გაასამართლოს. ხალიფატი მალე დაეცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კარგი არაფერი მოხდება - მოგვიწევს მათი გათავისუფლება“, - წერს ტრამპი.

მისი მტკიცებით, ვაშინგტონს არ სურს, რომ ჯიჰადისტებმა ევროპა წალეკონ. „ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებთ და უამრავ რესურსს ვხარჯავთ. ახლა კი, დროა, სხვებიც ჩაერთონ და ის სამუშაო შეასრულონ, რომლის განხორციელებაც მათ შეუძლიათ“, - აცხადებს ამერიკის ლიდერი, რომელიც ადასტურებს, რომ ამერიკის შეიარაღებული ჯარები სირიიდან გადიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა