შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცრუ ჩვენების მიცემისთვის 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, თბილისში, 1998 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ ბრალდებული, გასული წლის ოქტომბერში, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა და გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება 2019 წლის 8 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვისას შეცვალა.

ა.ს. მოწმის სახით 2018 წლის ოქტომბერში ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა. გამოკითხვისას მან აღნიშნა, რომ მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირები არიან კრიმინალური ავტორიტეტები. ჩვენებაში ასევე დააფიქსირა, რომ ბრალდებულთაგან ერთ-ერთი პირი წალკის მუნიციპალიტეტის ე.წ. ,,მაყურებლად“ დაინიშნა და მან კრიმინალური დაჯგუფების დახმარების მიზნით, ფულადი თანხაც გაიღო. მოწმის მიერ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები დადასტურდა სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობლიობით.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე თვეში დაწყებულ არსებით განხილვაზე, ა.ს.-მ სასამართლოს განუცხადა, რომ ბრალდებული პირები არ არიან კრიმინალური ავტორიტეტები და ე.წ. ქურდულ სამყაროსთან მათ კავშირზე ინფორმაციას არ ფლობდა. მან, ასევე, უარყო ფინანსური დახმარების ფაქტიც.

მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის ბრალდებით, ა.ს.

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინებით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემას სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალად მძიმე დანაშაულის ჩადენა ედება.

დანაშაული 3-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა