დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ოჯახის წევრები არ შეუშვეს, რასაც ოჯახის უკმაყოფილება მოჰყვა

დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ოჯახის წევრები არ შეუშვეს. გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, როგორც მას განუმარტეს, ციხის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღეს დეკანოზის ოჯახის წევრები პალატაში არ შესულიყვნენ.

თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, ის დაუკავშირდა #9-ე პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას იმის გასარკვევად, თუ რის საფუძველზე არ უშვებდნენ პალატაში. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ციხის ადმინისტრაციამ ბადრაგის სამსახურს გადააბრალა, ბადრაგის სამსახური კი აღნიშნულს ექიმების გადაწყვეტილებას უკავშირებს.

თორნიკე მამალაძე ხელოვნურ ბარიერებზე საუბრობს, რასაც მათ მიერ მედიაში გაკეთებული კრიტიკული განცხადებებით ხსნის. „მსურდა, რომ შევსულიყავი ჩემს ძმასთან, თუმცა, ბადრაგმა არ შემიშვა და მითხრა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ციხის ადმინისტრაციამ. ამის შემდეგ დავრეკე ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან, რომლებმაც მითხრეს, რომ ეს გადაწყვეტილება ბადრაგის სამსახურმა მიიღო. ბადრაგის სამსახურში კი განმიმარტეს, რომ მათ ეს გადაწყვეტილება ექიმების გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღეს. თავად ექიმი ადგილზე არ იმყოფებოდა და მისგან განმარტება, თუ რატომ არ შემიშვეს პალატაში, არ მიმიღია. ალბათ ეს არის დამატებითი ბარიერი, რადგან გუშინ მე ჩვეულებრივად შევედი პალატაში, ვესაუბრე ჩემს ძმას. მასთან მიახლოების საშუალებაც მომეცა. ამავდროულად გუშინ სასულიერო პირი საათნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა პალატაში და მე ვერ ვხვდები, რამდენიმე წუთით რატომ არ შემიშვეს ჩემს ძმასთან“, - აღნიშნა თორნიკე მამალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს