სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, ქართულ დიასპორასთან შეხვედრისას დიასპორებში მშობლიური ენის შენარჩუნების საკითხზე ისაუბრა

პარიზში, ქართულ დიასპორასთან შეხვედრისას, საქართველოს პრეზიდენტმა დიასპორებში მშობლიური ენის შენარჩუნების საკითხზეც ისაუბრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ განათლების სამინისტროსთან ერთად მუშავდება გეგმა, ქართული ენის დისტანციურ სწავლებასან დაკავშირებით.

,,ეს არის ქართული ენის სწავლების ერთ-ერთი ფორმა, რითიც შეგვიძლია დავეხმაროთ დიასპორას. ლონდონის საელჩოში მიმდინარეობდა ასეთი საპილოტე პროექტი. შესაძლებელია ამ მეთოდის გამოყენება.

ასევე ჩემი ადმინისტრაციაც დაეხმარება დიასპორაში ქართული ენის შენარჩუნების ხელშეწყობას.

ჩვენთან არსებობს ინიციატივა, რომ საქართველოში შეიქმნას ზაფხულის ახალგაზრდული ბანაკები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დიასპორიდან საქართველოში ჩასული ახალგაზრდები, რომლებიც იცხოვრებენ ერთად, გაიცნობენ ერთმანეთსაც და ქართველ თანატოლებსაც, ჩაუტარდებათ ქართულის გაკვეთილები და ისაუბრებენ ქართულად'', - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა