სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ გვჭირდება შიდა ერთიანობა, იმისთვის, რომ მტერმა ვერ შეძლოს ჩვენი დაყოფა და შემდეგ ამის გამოყენება

ჩვენს ქვეყანას მომავალი არ აქვს, თუ რაღაც ფორმით საზოგადოების გაერთიანებას ვერ მივაღწიეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, ქართულ დიასპორასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ ყველა ერთნაირად იფიქრებს ყველა პრობლემის მიმართ, მაგრამ ეს არც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ „ჩვენ არ ვიყოთ ერთიანი ქვეყნისათვის მთავარ საკითხებთან დაკავშირებით“.

„დღეს ჩვენ ვართ ქვეყანა თავისი ოკუპირებული ტერიტორიებით, ძალიან რთულ რეგიონში, რთულ მეგობრებს შორის. ჩვენ გვჭირდება შიდა ერთიანობა, იმისთვის, რომ მტერმა ვერ შეძლოს ჩვენი დაყოფა და შემდეგ ამის გამოყენება. საზოგადოების გაერთიანება და გამთლიანება, კონსტიტიტუციით, პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი როლია", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა