ოთარ კახიძე სამხედრო სამსახურის შესახებ ინიციატივაზე - უსამართლობაა ბევრი ადამიანისთვის, რომელსაც სწავლის გაგრძელება უნდა და არ სურს, რომელიმე სამინისტროს დარაჯად მუშაობა

უსამართლობაა ბევრი ადამიანისთვის, რომელსაც სწავლის გაგრძელება უნდა და სულ არ სურს, რომელიმე სამინისტროს დარაჯად მუშაობა,- ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც შეიზღუდება საჯარო სამსახურში იმ პირთა დასაქმება, რომელთაც სავალდებულო სამხედრო სამსახური არ ექნებათ გავლილი.

ოთარ კახიძის თქმით, „ევროპული საქართველო“ ამერიკული მოდელის მომხრეა, რომელიც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს გულისხმობს. მისივე თქმით, პარტია მხარს უჭერს რეზერვის პრინციპსაც.

„ჩვენ ვართ მომხრე სამხედრო რეზერვის, სავალდებულო მოკლეხნიანი რეზერვის, მაგრამ მთლიანობაში სამხედრო სამსახური უნდა იყოს საკონტრაქტო და არა სავალდებულო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ჩვენ ვთვლით, რომ ადამიანები ძალით არ უნდა წაიყვანო ჯარში და ერთი, ან ორი წელი ძალით ამსახურო იმიტომ, რომ მას უნდა ჰქონდეს ამის სურვილი თავად. საკონტრაქტო პრინიპი არის სწორი, რაც არის ამერიკული პრინციპი. რაც შეეხება რეზერვს, ჩვენ ნამდვილად ყველა მოქალაქე უნდა გვყავდეს მზად, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ქვეყანა დაიცვას. ამას არ სჭირდება ჯარში ერთი და ორი წელი წაყვანა, ამისთვის საკმარისია, თუკი მოხდება სარეზერვო მომზადება“, - აცხადებს ოთარ კახიძე.

მისი თქმით, საკანონმდებლო ინიციატივა რისკის შემცველია და იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტი მხარდაჭერილი იქნება, კორუფციის საფრთხე გაჩნდება.

„ევროპული საქართველოს“ ხედვა განსხვავდება ამ ხედვისგან, რომელიც არის ძალიან ბევრი რისკის შემცველი, რომელიც ძალიან ბევრ ხვრელს გააჩენს, ასევე, კორუფციის საფრთხეს შეიცავს. უსამართლობაა, ბევრი ადამიანისთვის, რომელსაც სწავლის გაგრძელება უნდა და სულ არ სურს, რომელიმე სამინისტროს დარაჯად მუშაობა. მე პატივს ვცემ ყველა პროფესიას, უბრალოდ, ჩვენ პრიორიტეტები სწორად უნდა დავალაგოთ და ადამიანს გადავუხადოთ ხელფასი, ვინც მზად არის, რომ რომელიმე შენობა დაიცვას“, - განაცხადა კახიძემ.

შეგახსენებთ, მთავრობა გეგმავს შეზღუდოს საჯარო სამსახურში იმ პირთა დასაქმება, რომელთაც სავალდებულო სამხედრო სამსახური არ ექნებათ გავლილი. ამის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში წარდგენას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გეგმავს.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღიშნული, ცვლილებები მიმართული იქნება სამხედრო გაწვევისა და სამხედრო მობილიზაციის პროცესის მოწესრიგებისა და ეფექტიანობის ამაღლებისაკენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა