ევროპარლამენტის დეპუტატები ვენესუელაში არ შეუშვეს

ევროპარლამენტის დეპუტატების ჯგუფი ვენესუელაში არ შეუშვეს. ვენესუელას საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ ევროპარლამენტარები შეთქმულებას ამზადებდნენ.

„ჩვენ პასპორტები წაგვართვეს. ვენესუელადან გვაძევებენ. ერთადერთი განმარტება, რომელიც მივიღეთ, ის არის, რომ ნიკოლას მადუროს არ სურს ჩვენი ვენესუელაში ყოფნა“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა გონსალეს პონსმა.

აღნიშნულ ინციდენტს ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრი ხორხე არეასა გამოეხმაურა.

„ოფიციალური დიპლომატიური არხებით ჩვენთვის ცნობილი გახდა ევროდეპუტატების ჩამოსვლის თაობაზე, რომელთა ვიზიტის მიზანი იყო შეთქმულება. მათ რჩევა მივეცით თავიდან აეცილებინათ პროვოკაციები“, - განაცხადა ვენესუელას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ვენესუელას ხელისუფლება არავის მისცემს უფლებას ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა დაარღვიონ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს