დონალდ ტრამპი - ჩემი მოწონების რეიტინგი 52%-ს შეადგენს - ხალხი ჭკვიანია

ხალხი ჭკვიანია, - ასე გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმას, რომ მისი რეიტინგი 52%-ს შეადგენს.

„ჩემი მოწონების რეიტინგი 52%-ს შეადგენს. „რესპუბლიკურ პარტიაში“ კი ჩემი რეიტინგი 93%-ია, რაც რეკორდია. გასაოცარი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ მედიაში ჩემი გაშუქების 93% ცუდია. ხალხი ჭკვიანია“, - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 11 თებერვალს გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი 52%-ს შეადგენს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2017 წლის შემდეგ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა