ილიაუნის ბიზნეს სკოლის მოშიმშილე სტუდენტები უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ხვდებიან

ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრებს ხვდებიან. როგორც შეხვედრის დაწყებამდე სტუდენტებმა აღნიშნეს, ისინი არ გამორიცხავენ კომპრომისზე წასვლას, თუკი საბჭოს მიერ შეთავაზებული წინადადება მისაღები იქნება.

ამასთან, სტუდენტები არ გამორიცხავენ შიმშილობის შეწყვეტას. მათი განცხადებით, მთავარი მოთხოვნა ბიზნეს სკოლის აღდგენაა.

თავად აკადმიური საბჭოს წევრებს, ასევე უნივერსიტეტის რექტორს გიგა ზედანიას შეხვედრის დაწყებამდე კომენტარები არ გაუკეთებიათ. მათი პოზიცია მედიისთვის შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორის გიგა ზედანიას კაბინეტთან შიმშილობენ. ისინი ბიზნეს სკოლისთვის პირვანდელი სახელის დაბრუნების და გიორგი ქადაგიძის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვენ. სტუდენტთა ნაწილი ასევე განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს სთხოვს, დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით და პირადად შეისწავლოს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები, მათ შორის ფინანსური საქმიანობაც.

იხილეთ ვიდეო: ილიას უნივერსიტეტში სტუდენტებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრების შეხვედრა მიმდინარეობს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა