ლევან დავითაშვილი რომში IFAD-ის მმართველი საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, იტალიის რესპუბლიკის დედაქალაქ რომში, სოფლის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მმართველი საბჭოს 42-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სესია, რომელსაც 190 ქვეყნის ოფიციალური დელეგაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტიმ, სოფლის განვითარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა, ჯილბერტ ჰუნგბომ და რომის პაპმა გახსნეს. წლევანდელი შეხვედრის მთავარ თემას სიღარიბის დაძლევა, შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლა და სასურსათო სუვერენიტეტის მხარდაჭერა წარმოადგენდა.

რომის პაპმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება უსაფრთხო და უვნებელ სურსათზე ადამიანის თანაბარ ხელმისაწვდომობაზე გაამახვილა.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სოფლის განვითარების საერთაშორისო ფონდის მიერ განსაზღვრული მიზნები უნდა იყოს თანაბარი ყველასთვის და ემსახურებოდეს ახალგაზრდების და ქალების მეტად ჩართულობას სოფლის განვითარების და ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების მიმართულებით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ყველა ქვეყანას აქვს გაეროს მიერ გაწერილი დღის წესრიგი მდგრადი განვითარების მიზნების განსახორციელებლად და საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს ყველა იმ ინიციატივას, რაც მიმართულია ახალგაზრდა ფერმერების, მოწყვლადი ჯგუფებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის და სოფლის განვითარების ინიციატივების განსახორციელებლად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა