„ევროპული საქართველო“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს

საბანკო რეგულაციების შედეგად, ყველაზე დიდი დარტყმა გარდა დამატებით უმუშევრობისა, ეკონომიკის შეჩერებისა, მიიღო სწორედ მცირე შემოსავლიანმა და საშუალო ფენის წარმოამდგენლებმა, რომელსაც უნდა ეხმარებოდეს მთავრობა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ბაქრაძე განმარტავს, ხელისუფლებამ მოსახლეობის ჭარბვალიანობის მოგვარების მცდელობაში ძალიან ბევრი სფერო დააზიანა.

„მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო „ქართული ოცნების“ მიერ შემოღებულ საბანკო რეგულაციებს და იმ შედეგებს, რომელიც ამ რეგულაციებმა მოუტანა ქვეყანას და ქვეყნის ეკონომიკას. რა თქმა უნდა, ჭარბვალიანობის პრობლემა იყო ძალიან მძიმე პრობლემა ჩვენი საზოგადოებისთვის და ეს პრობლემა საჭიროებს მოგვარებას, ოღონდ საბანკო რეგულაციები არის თემა, რომელიც ძალიან კარგად აჩვენებს დღევანდელი ხელისუფლების მუშაობას. ერთი პრობლემის მოგვარების მცდელობაში შექმნეს სხვა ათი პრობლემა და დააზიანეს ძალიან ბევრი სფერო და ადამიანი“, - აცხადებს ბაქრაძე.

მისი განმარტებით საბანკო რეგულაციებმა დიდი დარტყმა მიაყენა, როგორც საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებს, ასევე სამშენებლო სექტორს.

„პირველი, რაც საბანკო რეგულაციებმა მოიტანა, არის ძალიან მძიმე დარტყმა, რომელიც საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებს მიადგა. ასეთი მაღაზიების უმეტესობა განვადებით მუშაობს. დღეს მათი ბრუნვები, მათი გაყიდვები მკვეთრად შემცირებულია და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიების დიდი ნაწილი დგას დახურვის და მათ შორის ფილიალების დახურვის, გაუქმების საფრთხის წინაშე. ეს ნიშნავს, ასობით უშუშევრად დარჩენილ დამატებით ადამიანს ამ ქვეყანაში.

მეორე, ასევე ყველა მსხვილი სამშენებლო კომპანია დადგა სერიოზული რისკის და საფრთხის წინაშე, იმიტომ რომ აღარ გაიცემა კრედიტი და შესაბამისად, აღარ არსებობს მყიდველი. სამშენებლო კომპანიების გაჩერების, მშენებლობის შემცირების რისკი ასევე ქმნის ათასობით ადამიანის უმუშევრად დატოვების პერსპექტივას. მესამე, ვინ ზარალდება ყველაზე მეტად ამ საბანკო რეგულაციებით, ყველაზე მეტად ზარალდება ის საშუალო ფენა, რომელსაც პირიქით უნდა ეხმარებოდეს მთავრობა ქვეყანაში. მაგალითად, ოჯახი, რომელსაც აქვს თვეში 600 ან 1000 ლარი შემოსავალი, ასეთი ოჯახი ვერასდროს ერთი თვის დადებული ხელფასით ვერ იყიდის, მაგალითად, ტელევიზორს, სარეცხ მანქანას, იმიტომ, რომ ეს ხელფასი თვიდან თვემდე ძლივს ყოფნის, მაგრამ ასეთი ოჯახი განვადებით ყიდულობდა ტექნიკას, განვადებით ყიდულობდა, მაგალითად, სარეცხ მანქანას, მაცივარს, მანქანას და ტელევიზორს და ყოველთვიურად იხდიდა ამ თანხას“, - აცხადებს ბაქრაძე.

მისივე თქმით, ახალმა საბანკო რეგულაციებმა, შეჩერებული ეკონომიკა და გაზრდილი უმუშევრობა მოიტანა.

„ამ საბანკო რეგულაციების შედეგად, დამატებით უმუშევრობისა, ეკონომიკის შეჩერებისა გარდა, ყველაზე დიდი დარტმა მიიღო სწორედ ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილმა, იმ ფენამ, მცირე შემოსავლიანმა და საშუალო ფენის წარმომადგენლებმა, რომელსაც უნდა ეხმარებოდეს მთავრობა. ეს არის შედეგები, რომელიც მოიტანა ახალმა საბანკო რეგულაციებმა, შეჩერებული ეკონომიკა, გაზრდილი უმუშევრობა, უარესად მცხოვრები ადამიანები.

დღეს ჩვენს საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ მათი უარესად ცხოვრება პირდაპირ არის დაკავშირებული „ქართული ოცნების“ დღევანდელი ხელისუფლების გაუზარებელ და გაუთვლელ ნაბიჯებში და მათ პოლიტიკაში“, - აღნიშნავს უმცირესობის ლიდერი.

ბაქრაძე პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძის მისვლას და მისგან ანგარიშის ჩაბარებას ითხოვს.

„ჩვენი, როგორც საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნაა, პირველი: პარლამენტში დღეს არსებული რეგლამენტის და ფორმატის ფარგლებში მობრძანდეს პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ჩააბაროს ანგარიში პარლამენტს და საზოგადოებას, რა შედეგები მოიტანა მის მიერ შემოღებულმა საბანკო რეგულაციების შეზღუდვამ. მეორე, გაუქმდეს შემოღებული რეგულაციები, ვინაიდან ეს შეზღუდვა ემსახურება არა ჭარბვალიანობის აღმოფხვრას, არამედ ემსახურება ქვეყანაში ეკონომიკის შეჩერებას, უმიუშევრობის ზრდას და ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუარესებას“, -აცხადებს ბაქრაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო