სურსათის ეროვნული სააგენტო - 2018 წელს ტყვიის შემცველობაზე შემოწმებულია 1176 ნიმუში, ხოლო ნორმასთან შეუსაბამობა 23 შემთხვევაში დაფიქსირდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა არ გამოვლინდა ხორცის ნიმუშებში, ხოლო დადგენილ ნორმაში შეუსაბამობა გამოვლინდა ნედლი რძის 15 ნიმუშსა და სუნელების 8 ნიმუშში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურიშვილმა პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს გასულ წელს ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით არსებული შედეგები გააცნო.

„2018 წელს ტყვიის შემცველობაზე შემოწმებულია 1176 ნიმუში, ხოლო ტყვიის ნორმასთან შეუსაბამობა დაფიქსირდა 23 შემთხვევაში. შარშან საუბარი იყო სუნელებზე და გვქონდა შემთხვევები სუნელებში ტყვიის შემცველობაზე, შესაბამისად, შემოვიღეთ დროებითი ზომები სუნელების ეტიკეტირებასთან და კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით და გვაქვს კარგი დინამიკა. 2017 წელს ტყვიის შემცველობაზე აღებული ნიმუშების რაოდენობა იყო 189, აქედან კი გამოვლინდა - 29 დარღვევა, ხოლო შარშან, 2018 წელს ტყვიის შემცველობაზე აღებული სანელებლების რაოდენობა იყო 137 და მხოლოდ 8-ში გამოვლინდა დარღვევები. შესაბამისად, აქაც დადებითი დინამიკაა სახეზე. 2018 წელს ტყვიის შემცველობა ნორმას არ აღემატებოდა ბავშვთა კვების პროდუქტებში, ასევე თევზში, პურ-პროდუქტებში, ბურღულეულსა და ბოსტნეულში. ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა არ გამოვლინდა ხორცის ნიმუშებში, ხოლო დადგენილ ნორმაში შეუსაბამობა გამოვლინდა ნედლი რძის 15 ნიმუშში და სუნელების 8 ნიმუშში“, - განაცხადა ჩეკურიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო