უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის წევრებს მოუწოდა, რუსეთს მკაცრი პასუხი გასცენ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთს მკაცრი პასუხი გასცენ.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ევროპაში ყველამ კარგად იცის, რომ რუსეთი არაფრის წინაშე არ გაჩერდება.

„თუ რუსეთი თვითონ არ გაჩერდება, მაშინ რუსეთის გაჩერებაა საჭირო“, - აღნიშნა პავლო კლიმკინმა.

მისივე თქმით, საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება და ევროკავშირის წევრებს მოუწოდა, წარმოიდგინონ თუ რა შედეგები მოჰყვება „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს