ზურაბ ჩეკურიშვილი - 2018 წელს ექსპორტზე უფრო ნაკლები ცოცხალი მსხვილფეხა პირუტყვი გავიდა, ვიდრე 2017-ში, მაგრამ საკმაოდ კარგი მაჩვენებლებია წვრილფეხა პირუტყვში

2018 წელს ექსპორტზე უფრო ნაკლები ცოცხალი მსხვილფეხა პირუტყვი გავიდა, ვიდრე 2017-ში, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, ზურაბ ჩეკურიშვილმა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბ ჩეკურიშვილმა იმ ტენდენციებზე ისაუბრა, რომელიც მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის ექსპორტთან დაკავშირებით ბოლო წლებში იკვეთება. მისივე თქმით, მაშინ, როცა 2018 წელს მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტი შედარებით შემცირდა, კარგი მაჩვენებლები იკვეთება წვრილფეხა საქონლის ხორცის ექსპორტთან დაკავშირებით.

„აქაც საკმაოდ დადებითი ტენდენციები გვაქვს. 2017 წელთან შედარებით შარშან, 2018 წელს ექსპორტზე უფრო ნაკლები ცოცხალი მსხვილფეხა პირუტყვი გავიდა, მაგრამ საკმაოდ კარგი მაჩვენებლები გვაქვს წვრილფეხა პირუტყვში- ცხვარში. ცხვარი ძირითადად გადის უკვე დაკლული ორი წელიწადია. შარშან 395 700 ცხვარი გავიდა ექსპორტზე. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში თანამედროვე სტანდარტების დანერგვამ, ჰასპის სისტემების დანერგვამ სასაკლაოებზე უკვე საშუალება მოგვცა აქ დამატებითი ღირებულება მოგვეცა, დაგვეკლა და ხორცის სახით გატანილიყო საზღვარგარეთ, რაც ძალიან კარგია. გარდა ამისა, საქართველოდან გადის დამარილებული ტყავი და მატყლი“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო