გიგა ზედანია - სტუდენტებთან შევთანხმდით, რომ ბიზნეს სკოლისთვის ახალ ფაკულტეტში ავტონომიურობა ყველა ვარიანტში იქნება უზრუნველყოფილი

ბიზნეს სკოლისთვის ახალ ფაკულტეტში ავტონომიურობა ყველა ვარიანტში იქნება უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ ჟურნალისტებს სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც ზედანიამ აღნიშნა, სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს ბიზნეს სკოლასთან დაკავშირებით, თუმცა, ზედანიას თქმით, შეხვედრაზე დეკანის აღდგენასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.

„ჩატარდა შეხვედრა წარმომადგენლობით საბჭოებთან. შეხვედრა იყო ძალიან კონსტრუქციული, შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ ჩამოვთვალეთ ის საკითხები, სადაც შეთანხმება სრულიად შესაძლებელია მოხდეს. ეს არის მაგალითად, სტუდენტური ჯგუფის ჩართვა ბიზნესის სკოლის ავტონომიის მექანიზმების განსაზღვრაში ახალ შექმნილ ფაკულტეტზე. ასევე ვფიქრობთ, ცალკე სტუდენტური ჯგუფი შეიქმნება, რომელიც იმუშავებს უნივერსიტეტის დონეზე წესდებაში ცვლილებებისთვის. ასევე ვთვლით, რომ იმ საკითხებზე, რომლებზეც აზრთა სხვადასხვაობაა, გავაგრძელებთ შეხევედრებს და მუშაობას. ბიზნეს სკოლის სახელზე ვმსჯელობთ. ეს მსჯელობა გაგრძელდება. რაც შეეხება დეკანის აღდგენას, ამაზე საუბარი არ ყოფილა. საუბარი იყო ბევრად უფრო კონსტრუქციული, სამუშაო პროცესზე ორიენტირებული და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი ასე გაგრძელდება. დათმობაზე არ არის საუბარი, საუბარია, რომ პრობლემების გადაწყვეტა მოხდეს მოლაპარაკებათა მაგიდასთან. ეს სტუდენტები უნდა დაელაპარაკონ სხვა სტუდენტებს და გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედებენ. ახალი სტრუქტურა ყველა ვარიანტში რჩება. ჩვენ ვიმსჯელებთ მის სახელზე და შედგენილობაზეც. არსებობს საკითხები, რომლებზეც შეთანხმება შეიძლება, მათ შორის, ბიზნესის სკოლის ავტონომიურობის სტატუსი და მექანიზმები ამ ახალ ფაკულტეტზე და წესდებაში განსახორციელებელი ცვლილებები და ორივე პროცესში სტუდენტების ჩართულობაზე. ლაპარაკია წესდებაში იმ ცვლილებებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ცალკეული ფაკულტეტების ავტონომიურობას გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც ამ ფაკულტეტს ეხება. ბიზნეს სკოლისთვის ამ ახალ ფაკულტეტში ავტონომიურობა ყველა ვარიანტში იქნება უზრუნველყოფილი. საუბარია ინსტიტუციურ ავტონომიურობაზე. ცალკე დეკანზე საუბარი არ ყოფილა“, - განაცხადა ზედანიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს