ლევან გოგიჩაიშვილი ანრი ოხანაშვილს - საკუთარ თავს შეხედეთ, როგორც იქცევით

მერე რა, რომ მიგყავს სხდომა, ძალიან კარგი გილოცავ, გილოცავ... წეღან ხელი ავიწიე და სიტყვა არ მომეცი, პარლამენტის წევრი ვარ და უფლება მაქვს კითხვა დავსვა, როცა მინდა მაშინ მინდა, - ამ სიტყვებით მიმართა იურიდიული კომიტეტის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს, რომელმაც დეპუტატს კითხვის მოგვიანებით დასმა შესთავაზა.

„ვერ დაგელოდებით ბატონო ანრი, ძალიან მეჩქარება. მე ვფიქრობ, ეს არის გზავნილი და მე არ მგონია, თქვენი გზავნილი სწორი იყოს. პირადად ჩემ აზრს გეტყვით: სამოქმედო გეგმის გადაწერა თავიდან არასწორია. ჩვენ ერთად ვიყავით, როდესაც მე სურვილი გამოვხატე სხვადასხვა ჯგუფებში ყოფნის, დღევანდელი პროექტიდან კი ყველა ჯგუფიდან ამოღებული ვარ. ამოიღეთ ძველი სამოქმედო გეგმა და ჩამწერეთ, სადაც ვიყავი. შეგიძლია მიაკითხოთ აპარატს და გაიგოთ. ყოველ დღე ახალი დღის წესრიგის შექმნა ვფიქრობ, არასერიოზულია. ეს არის უწყვეტი საპარლამენტო მოწვევა. შესაბამისად, თავმჯდომარე წავა-მოვა, ის გადაწყვეტილებები, რაც არის მიღებული, უნდა გაგრძელდეს - მე ასე ვფიქრობ. თუ არადა, თავიდან უნდა ჩავატაროთ გინდ კენჭისყრა, გინდა სხვა პროცედურები, მუდმივი არავინ არ არის ამ ქვეყანაზე“, - მიმართა გოგიჩაიშვილმა ოხანაშვილს, რაზეც ოხანაშვილმა უპასუხა, რომ ძალიან მშვიდად შეეძლო გაეკეთებინა განაცხადი და სამუშაო ჯგუფებში დამატებულიყო.

„მორჩი ლევან, კონსტრუქციულად ვართ განწყობილები. გვინდა მუშაობა. არსებობს წესები, რომელიც უნდა დავიცვათ, თუ გეჩქარებოდა თავიდანვე გეთქვა და მოგცემდით სიტყვას. პატივი ვცეთ ერთმანეთს და დავიცვათ წესრიგი“, - განაცხადა ოხანაშვილმა, რაზეც გოგიჩაიშვილმა უპასუხა, რომ იცის კომიტეტში რა ქვედა დინებები მიედინება.

„გინდათ კომიტეტში მუშაობა? ხმას დაუწიე და მშვიდად და წესიერად ისაუბრე. მოიქეცით ისე, როგორც მოიქცეოდნენ პარლამენტის წევრები, თუ არ გინდა, რომ მშვიდად დაესწრო და წარმართო პროცესი, მაშინ დატოვე სხდომა“, - მიმართა ოხანაშვილმა გოგიჩაიშვილს.

,,მე ვმუშაობ ამ კომიტეტში, ეს არ არის რაღაც ბიუროკრატიული შეხვედრა. ეს არის პოლიტიკური სამუშაო პროცესი. თქვენ იქცევით არასწორად, თუ გინდათ ჩამწერეთ იმ ჯგუფებში, სადაც ვიყავი ჩაწერილი ან როგორც გინდათ ისე მოიქეცით, ოღონდ მერე საკუთარ თავს შეხედეთ როგორც იქცევით,“- დასძინა გოგიჩაიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა