ოთარ დანელია - სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მივცეთ ყველა ბიზნესოპერატორი, რომელიც ფალსიფიცირებულ ან მავნე საკვებს შეიტანს სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში

პირდაპირ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მივცეთ ყველა ბიზნესოპერატორი, რომელიც ფალსიფიცირებულ ან მავნე საკვებს შეიტანს სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებების კვების ობიექტებში, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავს დანაშაულზე უნდა გაიზარდოს ჯარიმები და ასევე, რიგ შემთხვევებში დადგეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო თავისი კომპეტენცის ნაწილში მაქსიმალურად ატარებს ყველა ღონისძიებას რაც შეუძლია, დაწყებული საჯარიმო სანქციიდან ბიზნესოპერირების შეჩერებით, მაგრამ ცხადია, რომ ეს არ არის საკმარისი. იზრდება ინსპექტირების რაოდენობა და თითქმის პროპორციულად იზრდება დარღვევების გამოვლენა, შესაბამისად, ვფიქრობთ რომ უნდა გავამკაცროთ და გაიზარდოს საჯარიმო სანქციები, მინისტრს ველოდებით მარტში გვექნება კონსულტაციები. მეორე მხრივ, ვფიქრობ, პირდაპირ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მივცეთ ყველა ბიზნესოპერატორი, რომელიც ფალსიფიცირებულ ან მავნე საკვებს შეიტანს სოციალური კვების ობიექტებში, სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ობიექტებში",- განაცხადა დანელიამ.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის შემუშავება საგაზაფხულო სესიაზე მოხდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს