ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ეკა ბესელიას მიერ ინიცირებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ტექნიკური და შინაარსობრივი პრობლემა ახლავს თან

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ ინიცირებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ტექნიკური და შინაარსობრივი პრობლემა ახლავს თან. როგორც კობახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევაში პარლამენტს დამატებით მუშაობა მოუწევს. გარდა ამისა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, პრობლემაა შინაარსობრივი თვალსაზრისითაც, აღნიშნული კანონპროექტი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის.

„ჩვენ შეიძლება ორდღიან რეჟიმში ვიმუშაოთ ამ კვირაში, ანუ ხვალ და ზეგ. შეიძლება ხუთშაბათს და პარასკევს არ გვქონდეს სხდომები და შეიძლება ტექნიკურადაც არ მოესწროს ამ კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვა. თუ არადა მოგვიწევს ხუთშაბათსა და პარასკევს ორი დღით მუშაობის გაგრძელება ამ კანონპროექტის გამო.

რაც შეეხება შინაარსობრივ პრობლემას, კონსტიტუციასთან არის სერიოზული წინააღმდეგობა და ეს არის განსახილველი. როდესაც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაზე ვმსჯელობთ ერთი დღე შეიძლება ამას არ ეყოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიამ უპასუხა. ბესელიას მოსაზრებით, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი ამ კვირაში განხილვა უნდა დაიწყოს. რაც შეეხება კონსტიტუციასთან შესაბამისობას, დეპუტატი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ მოდის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში.

„ბატონო ირაკლი, მე გთხოვდით, რომ იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ კვირაში გათვალისწინებულია სასესიო დღეები, ვიმუშაოთ დამატებით. მგონი ყველა ვაცნობიერებთ, რომ უფრო მნიშვნელოვანია ამას დრო დავუთმოთ, ვიდრე ის, რომ დღეები გამოვათავისუფლოთ და გადავიტანოთ კიდევ ორი კვირის იქეთ. ორი კვირით გადატანაც დააგვიანებს ამ პროცესს. ჩემი და ხელმომწერების პრინციპული თხოვნაა, რომ ამ საკითხზე მივიღოთ გადაწყვეტილება და ამ კვირაში დავიწყოთ განხილვა.

შეგნებულად ავარიდე თავი შინაარსობრივი მხარის განხილვას. როცა ეს აქ ხდება, არ მგონია, რომ ეს სწორი იყოს. არ მგონია, რომ კარგი იყოს, რომ წინასწარ ვამბობთ ჩვენს პოზიციებს, თუმცა ეს თქვენი უფლებაა. მე არ მიმაჩნია, რომ ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. დავიწყოთ ამ საკითხის განხილვა პირველი მოსმენით მაინც, რაც გვიჩვენებს სურათს კალენადრულად ამავე კვირაში დამატებით დღეებს გამოვიყენებთ თუ არა. სამართლებრივ არგუმენტებზე იქ ვისაუბრებ, როდესაც წარმოვადგენ ამ ინიციატივას,“ - უპასუხა ეკა ბესელიამ ირაკლი კობახიძეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა