გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 19 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შეზღუდვა ვაკის რაიონში11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეეხება: ღამბაშიძის, ქუჩიშვილის, კოსტავას, როდენის, მელიქიშვილის და ნიკოლაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ასევე, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება წყნეთის გზატკეცილის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების (ნაწილობივ), მონასტრის, წყალსადენის, ლაზოს, წერეთლის, კუპატაძის, შუშის, დავით სარაჯიშვილის, ტაძრის, გელა ჭედიას, ვეკუას, ვასაძის და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების, იპოლიტოვ-ივანოვის, რომან ჭელიძის, ილორის და ზარზმის ქუჩების მცხოვრებლებს.

ხოლო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის V მიკრორაიონის და ჯაბიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ასევე, გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების (ნაწილობივ), ბოჭორიშვილის, ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოქროყანის დასახლების, ნადიკვარის, გორგასლის, კალანდაძის, გრიშაშვილის, მელქაძის, მეფისაშვილის, ორთაჭალის, ბერძნის, მარტვილის, წინანაურის და თორთლაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კუკიის დასახლების, მარუაშვილის, წყაროს, აჭარის, სამშვილდოს, არგვეთის და ხუდადოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა