თბილისის უსინათლო ბავშვთა 202-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა

დღეს, თბილისის უსინათლო ბავშვთა #202 საჯარო სკოლის მოსწავლეებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ ხვედელიძემ რელიგიის სააგენტოს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„რელიგიის სააგენტო უკვე მეორე წელია, თანამშრომლობს #202 სკოლასთან. გასულ წელს სააგენტოს თანამშრომლებმა სკოლის მოსწავლეებს ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ინტერრელიგიური კალენდრები გადასცეს. წელს მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრებიც დაურიგდათ. თანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო