გიორგი მიქაუტაძე - მოსამართლეთა დეკლარირებულ ქონებასთან დაკავშირებით ცრუ ბრალდებები გაჟღერდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, მოსამართლეთა დეკლარირებულ ქონებასთან დაკავშირებით ცრუ ბრალდებები გაჟღერდა.

როგორც გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთი ბრალდებები მისთვის მოულოდნელობას არ წარმოადგენს, ვინაიდან ეს იყო იმ კვლევის საპასუხო, რომელიც საქართველოს სასამართლოს მაღალ სანდოობასთან დაკავშირებით გასულ კვირას გამოქვეყნდა.

"ჩემთვის მოულოდნელი არ იყო ის რაც განვითარდა ეს მოვლენები და რასთან დაკავშირებითაც დღეს გვქონდა მსჯელობა. საუბარი არის იმ ცრუ ბრალდებებზე, რომელიც გაჟღერდა მოსამართლეებთან მიმართებაში და მათი ქონების აღწერაზე, რომელიც დეკლარირებული ქონება არის. მრავალი წლის დეკლარაციაში ფიქსირდება პერიოდულად ეს ქონება და მისი შეძენისთვის არსებული სახსრები, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ გაშუქებულა. ეს ყველაფერი მოჰყვა იმ გარემოებას, რომ ჩვენ დავესწარით კვლევის პრეზენტაციას, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბოლო წლების განმავლობაში სასამართლო სისტემა ვითარდება სწორი მიმართულებით. კვლევაში ნათლად არის მითითებული, რომ სასამართლო სისტემას აქვს ძალიან დიდი წარმატებები, ბოლო პერიოდის განმავლობაში და ეს კვლევა ჩატარებული არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის მიერ, რომლის ხელმძღვანელიც ბატონი პროფესორი ჩამოსული ბრძანდებოდა და პირადად გააკეთა მან ამის პრეზენტაცია. ეს არის ნათელი სურათი იმის, რომ სასამართლო სისტემა მიდის სწორი მიმართულებით და როგორც ყოველთვის, თუნდაც მცირედი წარმატების შემდეგ, სასამართლოს სისტემას ესხმოდნენ თავს.ზუსტად ასეთი მოლოდინი მქონდა, რომ ამ ჯერზეც აუცილებლად იქნებოდა თავდასხმა, სასამართლო სისტემაზე და ესეთი თავდასხმა ჩვენ ვიხილეთ.

მე, ნამდვილად არ შევაფასებ არცერთ სიუჟეტს და ჩემი განსჯის საგნად არ გავხდი. ვისაც როგორი სიუჟეტი უნდა ისეთი მოამზადოს. დღევანდელ სხდომაზე ჩვენ გვქონდა შეკითხვები საბჭოს წევრების მიმართ, რომელთაც აბსოლუტურად არადეკვატური რეაქცია ჰქონდათ სიუჟეტზე, რომელიც ეთერში გავიდა. იქ, შესაძლოა მართლა იყო წამოდგენილი ფაქტები, თუმცა ჩვენმა ოპონენეტებმა და საბჭოს წევრებმა ეს შეაფასეს, როგორც კორუფციის არსებობა სასამართლოში", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში სიუჟეტი გავიდა, სადაც რამდენიმე მოსარათლის ქონებებზე იყო საუბარი, მათ შორის, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის, თამარ ალანიას და მერაბ გაბინაშვილის ქონებების შესახებაც. საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე მიიჩნევენ, რომ მოსამართლეთა ქონებების კანონიერების თაობაზე გამოძიება უნდა დაიწყოს. ამ განცხადებებს კი საბჭოს დღევანდელი სხდომის დაწყებამდე კამათი მოჰყვა არამოსამართლე წევრებსა და მოსამართლეებს შორის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა