სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრებს შეხვდნენ

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრებს შეხვდნენ.სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრაზე სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის მიმართვის შემდეგ, თავმჯდომარის მოადგილე, კახა დემეტრაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია, სადაც დამსწრეებს მიაწოდა ინფორმაცია ცენტრალიზებული შესყიდვების შესახებ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრები დაინტერესდნენ იმ გამოწვევებით, რომლებიც აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში არსებობს. ასევე, წამოიჭრა საკითხი კონსოლიდირებული ტენდერების დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრებასთან დაკავშირებით. როგორც შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, წარდგენილი იქნება კანონპროექტი, რომელშიც დავების საბჭოს რეფორმირების კვალდაკვალ, შესაძლებელი იქნება კონსოლიდირებული ტენდერების დავების საბჭოში გასაჩივრება. გარდა ამისა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში წარმოებული პროდუქციის წახალისების საკითხზეც.

დღევანდელი შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა. პალატის საბჭოს წევრმა მეწარმეებმა შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელებისგან მოისმინეს პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე. დადებითი შეფასება მიეცა შეხვედრების იმ ციკლს, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯომარე, გასული წლების განმავლობაში ბიზნესის წარმომადგენლებთან პერმანენტულად მართავდა. თავის მხრივ, ლევან რაზმაძემ მათთან აქტიური დიალოგის მზადყოფნა სამომავლოდაც გამოთქვა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა