ხვალ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის ტექნიკური მხარდაჭერისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტების შედეგების კვლევის პრეზენტაცია გაიმართება

სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“–ში ხვალ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის ტექნიკური მხარდაჭერისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტების შედეგების კვლევის პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოდან „აწარმოე საქართველოში“ აცნობეს, მათი დაკვეთით კომპანიამ „ბიდიო“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის ტექნიკური მხარდაჭერისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტების შედეგების ეფექტიანობის კვლევა ჩაატარა.

კვლევის პროცესისთვის შეირჩა 100 ისეთი ბენეფიციარი, რომელთა პროგრამაში ჩართვიდან მინიმუმ 2 წელია გასული და შესაბამისად, მათი შესწავლით, შესაძლებელია თავად ამ ბენეფიციარების საქმიანობის შედეგების და პროგრამის ეფექტიანობის შეფასება.

ზემოხსენებული 100 ბენეფიციარი კომპანიიდან, კვლევაში ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო 85-მა საწარმომ, რომელთაგან 30 სტარტაპია, ხოლო 55 კი არსებული საწარმო, რომლებიც, პროგრამაში ჩართვის შედეგად გადაიარაღდნენ და გაფართოვდნენ. ხოლო ჯამურად 100 ბენეფიციარის ბიზნესის სტატუსი შემდეგია: 61 გაფართოება, 39 სტარტაპი.

სააგენტოს განცხადებით, ჩატარებული კვლევის შედეგად, გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი ინდიკატორები: ბენეფიციარების მიერ შექმნილი მშპ - 2014-2018 წლებში ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ შეიქმნა 164 მილიონ ლარზე მეტი მშპ, სადაც 54% შექმნილია არსებული საწარმოების გაფართოების, ხოლო 46% - სტარტაპების მიერ. მშპ-ის რეგიონალური ანალიზი უჩვენებს, რომ დაახლოებით 79% შექმნილია თბილისში წარმოდგენილი ბენეფიციარების მიერ, რადგან კვლევის ფარგლებში გამოკითხული კომპანიების 60% სწორედ თბილისში მდებარეობს.

კვლევაში მონაწილე 85 ბენეფიციარის მიერ მიღებული მთლიანი შემოსავალი 2014-2018 წლებში 390 მილიონი ლარია. პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარების მიერ, 2014-2018 წლებში, მიღებული სესხების, სხვა სესხებისა და კაპიტალში შენატანების წილი, შესაბამისი პერიოდის ქვეყნის მთლიან შიდა ინვესტიციებთან მიმართებით, შეადგენს დაახლოებით 0.38%-ს, რაც 247 მლნ ლარზე მეტია.

პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარების ჩართვის შემდეგ, თანამშრომელთა რაოდენობის წმინდა ზრდამ 3,033, ბენეფიციარების მიერ მათთვის გადახდილმა მთლიანმა სახელფასო ფონდმა კი, საშემოსავლო გადასახადის გარეშე, 25.6 მლნ ლარი შეადგინა.

პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარების მიერ გადახდილი გადასახადები აჭარბებს 42.5 მლნ ლარს, 2014-2017 წლების პერიოდისთვის და ქვეყნის მასშტაბით ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების 0.13%-ს შეადგენს.

2013-2018 წლებში, აღნიშნული ბენეფიციარების საექსპორტო გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 311 მლნ ლარი შეადგინა.

პროგრამის დახმარებით, ბენეფიციარებმა გააუმჯობესეს წარმოების მასშტაბები, ხარისხი, წარმოებული პროდუქციის მრავალფეროვნება და ცდილობენ კონკურენცია გაუწიონ იმპორტს.

სააგენტოს განცხადებით, შპს „ბიდიო“ არის საქართველოში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული კომპანიის - „ბიდიო ინტერნეიშენალ ლიმიტედი“ წევრია და ბიდიოს დამოუკიდებელი ფირმების საერთაშორისო ქსელის შემადგენლობაში შედის.

მათივე ინფორმაციით, შპს „ბიდიო“ ტენდერის წესით შეირჩა. კვლევის ღირებულებამ 298,481 ლარი შეადგინა. კვლევის მეორე ეტაპი ითვალისწინებს რეკომენდაციების გამოქვეყნებას, როგორც პროგრამის ეფექტიანობის გაზრდის, ისე კომპანიების შედეგიანობის ამაღლების მიმართულებით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს