მამუკა ხაზარაძე - მზადყოფნას გამოვთქვამთ, შედგეს სპეციალური კომისია, რომელსაც გადავცემთ ნებისმიერ ინფორმაციას, ნებისმიერ ამონაწერს

რაც შეეხება პროკურატურის გამოძიებას ფულის გათეთრების მუხლით, კატეგორიულად უარვყოფთ ასეთი ფაქტის არსებობას, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ მის მოადგილესთან, ბადრი ჯაფარიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, მათ უკვე გადასცეს ყველა საჭირო დოკუმენტი შესაბამის ორგანოებს, რაც ცხადყოფს ასეთი დანაშაულის არარსებობას.

„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ყველა მასალა გაგზავნილია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო იურიდიული ფირმის -„ენტონსის“ დასკვნა, რომელშიც საკითხთან დაკავშირებით მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ ამ ტრანზაქციებს არათუ ფულის გათეთრებასთან, არამედ საბანკო რეგულაციის, ან ინტერესთა კონფლიქტის დარღვევასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მზად ვართ, აღნიშნული დასკვნა და ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია გავუზიაროთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, და ა.შ. ასევე მზადყოფნას გამოვთქვამთ, არჩეულ იქნას თქვენს მიერ არჩეული ადგილობრივი თუ უცხოური იურიდიული კომპანიები, „ენჯეოები“, საელჩოს წარმომადგენლები და შედგეს სპეციალური კომისია, რომელსაც ჩვენ გადავცემთ ნებისმიერ ინფორმაციას, ნებისმიერ ამონაწერს ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

იხილეთ ვიდეო: "მზადყოფნას გამოვთქვამთ შედგეს სპეციალური კომისია"

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა