ბადრი ჯაფარიძე „აბსურდად და ბოდვად“ აფასებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლატვიაში ფულის გათეთრებაზე მიმდინარე რამე საქმესთან შეიძლება „თიბისი ბანკს“ კავშირი ჰქონდეს

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ბადრი ჯაფარიძე „აბსურდად და ბოდვად“ აფასებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლატვიაში ფულის გათეთრებაზე მიმდინარე რამე საქმესთან შეიძლება „თიბისი ბანკს“ რამე კავშირი ჰქონდეს.

ბადრი ჯაფარიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც მისივე ინფორმაციით, „ბლუმბერგში“ გამოქვეყნებულ მასალას ეხებოდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, დაახლოებით ერთი თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლატვიაში მიმდინარეობს გამოძიება ფულის გათეთრების შესახებ, რომელიც ეხებოდა 350 მილიონი დოლარის გათეთრებას. ჟურნალისტის ცნობით, გამოძიების ფარგლებში ლატვიის კრიმინალური პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ საქმე ეხება საქართველოსა და აზერბაიჯანში ჩადენილ დანაშაულს 2007-2008 წლებში და ამ საქმეზე მას კონტაქტი აქვს ქართველ სამართალდამცველებთან. ჟურნალისტი დაინტერესდა, აქვს თუ არა აღნიშნულ საქმეს რამე საერთო „თიბისი ბანკის“ მიერ 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციაზე მიმდინარე გამოძიებას.

„ეს არის სრული აბსურდი, უკაცრავად, მაგრამ ბოდვას ჰგავს. ჩვენ ვართ საჯარო კომპანია, ჩვენ ვართ ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში და ლონდონის საფონდო ბირჟის ინდექსის ნაწილი, რაც თავისთავად არის უპრეცედენტო მიღწევა ქართული კომპანიისთვის, იქ რომ მოხვდეთ, უნდა გაიაროთ ისეთი ტიპის შემოწმება, რომელიც გამორიცხავს არა მხოლოდ ფულის გათეთერბაზე საუბარს, არამედ რამე კანონდარღვევას ან გადაცდომას“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს