მარიამ ჯაში რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებს, პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებს, პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, შეხვედრას ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და ქალაქის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხეჩიკაშვილიც დაესწრნენ.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამაც მიიღეს.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ განათლების სფეროში იგეგმება ძალიან მასშტაბური რეფორმები. აქედან გამომდინარე პედაგოგებს, მშობლებსა და მოსწავლეებს აინტერესებთ ის კონკრეტული სიახლეები და ცვლილებები, რაც შემდგომ საკანონმდებლო სივრცეში უნდა აისახოს. საბედნიეროდ, რუსთავში და ზოგადად ქვემო ქართლის მხარეშ,ი წარმატებული მოსწავლეების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ მარიამ ჯაშს იმისათვის, რომ შედგა დღევანდელი შეხვედრა, სადაც დეტალურად ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რაც განათლების სფეროში იგეგმება“, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.

მარიამ ჯაშმა საუბრისას ყურადღება გამახვილდა ხარისხიანი განათლების მიღების ხელშეწყობასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი გარემოს შექმნის უზრუნველყოფაზე, ასევე, მოსწავლეების შეფასების კრიტერიუმებსა და ეროვნული გამოცდების მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა