ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დღეს ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტს, ვაზილ ჰუდაკს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას.

მხარეებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი სატრანსპორტო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების, კერძო სექტორის (მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის) ხელშეწყობის, DCFTA-ის აღმოსავლეთის ინიციატივისა და InnovFin-ის ინსტრუმენტების გამოყენებით, ინოვაციური ბიზნესის მხარდაჭერის, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პროექტების მიმართულებით მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

საუბარი, ასევე, შეეხო იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელზეც მიიმართება ბანკის მიერ გამოყოფილი ახალი, 250 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი. როგორც აღინიშნა, ქვეყნის სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და ხელშეწყობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის.

აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია ხვალ გაიმართება.

დღეის მდგომარეობით, ბანკის მიერ საჯარო სექტორში დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების მოცულობა, დაახლოებით, 1,33 მილიარდ ევროს შეადგენს. კერძო სექტორში EIB-ის გამოყოფილი აქვს 215,8 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა