მამუკა ხაზარაძე - დაჩქარებული გამოძიება და ინფორმაციის ის გაჟონვები, თითქოს მე და ბადრის რაღაც კავშირი გვაქვს დანაშაულთან, პირდაპირ ურტყამს ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას

დაჩქარებული გამოძიება, რომელიც დაიწყო პროკურატურის მიერ და ინფორმაციის ის გაჟონვები, რომელიც „გუგლში“ და უამრავ საერთაშორისო პრესაში მოხვდა, თითქოს მე და ბადრის რაღაც კავშირი გვაქვს დანაშაულთან, პირდაპირ ურტყამს ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ამავე დროს სახელმწიფო „თი-ბისი ბანკს“ მხარში უდგას.

„მე ახლა ვერანაირ დასკვნას ვერ გავაკეთებ. სიტუაცია არის შემდეგი: თქვენ იცით, რომ ბოლო 5 წელი მიმდინარეობს მოლაპარაკება საფინანსო ინსტიტუტებთან და პრაქტიკულად რამდენიმე კვირის წინათ ყველა საფინანსო ინსტიტუტმა დაამთავრა პროექტის ყველა ასპექტის შესწავლა. ჩვენ მათთან ხელი მოვაწერეთ ერთი წლის წინ. მაისის და ივნისის თვეში ველოდებით ფინანსურ დახურვას, რომელიც არის საკმაოდ რთული პროცესი. ეს დაჩქარებული გამოძიება, რომელიც დაიწყო პროკურატურის მიერ და ინფორმაციის ის გაჟონვები, რომელიც „გუგლში“ და უამრავ საერთაშორისო პრესაში მოხვდა, თითქოს მე და ბადრის რაღაც კავშირი გვაქვს დანაშაულთან, პირდაპირ ურტყამს იმ ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას. როგორ წარმოგიდგენით, რომელი საფინანსო ინსტიტუტი მოაწერს ხელს ერთ-ერთ მთავარ ინვესტორთან და კომპანიის თავმჯდომარესთან, რომელთან მიმართებაშიც პარალელურად იხსნება ე.წ. არარსებული საქმე. მეტ კომენტარს მე აღარ გავაკეთებ. ამავე დროს, მე მინდა გულწრფელი და ობიექტური ვიყო თქვენს მიმართ - სახელმწიფო ამავე დროს მხარში გვიდგას. ცოტათი ეს მომენტი მაშფოთებს - ერთი მხრივ, ჩვენ შეფერხება ამ პროექტთან მიმართებაში არ გვაქვს, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურა აკეთებს ასეთ სახალხო განცხადებას, როდესაც ჯერ გამოძიებაც არაა დამთავრებული და სასამართლო არაა დანიშნული“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურა „თი-ბი-სი ბანკს“ 17 მილიონი დოლარის გათეთრებას ედავება, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ 17 მილიონი დოლარი გადარიცხულია მსოფლიო ბანკში და თიბისი ბანკის კაპიტალში, და შეიძლება თუ არა ეს ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, ეს საზოგადოებამ უნდა განსაჯოს.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო