ანონსი 19 თებერვალი

19 თებერვალს, 09:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შვიდწლიან პროგრამას წარადგენს, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში ლუიზა ვინტონი და შვეიცარიის ელჩი საქართველოში პატრიკ ფრანცენი დაესწრებიან.

19 თებერვალს, 10:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ევროკავშირისა და UNDP-ის საერთო პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გამტკიცება საქართველოში“ მენეჯერს სოფო გურულს შეხვდება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N314 (C კორპუსი, III სართული)

19 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

მის: ინგოროყვას 7

19 თებერვალს 11:00 საათზე, სასტუმრო რუმსში, პირველი ქართული სტანდარტის „გეოგაპის“ ფარგლებში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომელსაც ხელს მინისტრი ლევან დავითაშვილი და ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე მოაწერენ.

საკონტაქტო პირი: ნათია მსხილაძე - 591051905

19 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: დასაქმების და უმუშევრობის კვარტალური მაჩვენებელი, 2018 წლის IV კვარტალი.

მის.: ცოტნე დადიანის ქ. #30, სტატისტიკის ეროვნული სამსახური

19 თებერვალს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.

თემაზე: კიდევ ერთი გაკოტრებული ქართული ბიზნესის - „მეტალინვესტის“ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის აცილების საფუძვლები გამოიკვეთა.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 599 291202 ; 593 53 45 24

19 თებერვალს, 11:00 საათზე, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.

საქართველოს პარლამენტის B კორპუსი, მე-2 სართული (ბიუროს წინ არსებული ფოიე)

19 თებერვალს, 11:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში პრესკონფერენცია გაიმართება, რომელზეც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე საფრანგეთში, ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენაზე ისაუბრებენ.

მის.: შოთა რუსთაველის #11; დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა

19 თებერვალს, 11:30 საათზე, კობა დავითაშვილი მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

19 თებერვალს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

19 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.

თემა: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ ადვოკატთა ასოციაციის წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმა.

მის.: ზუბალაშვილების ქ. #33

საკონტაქტო ტელ.: 558132241

19 თებერვალს, 12:00 საათზე, „სიტროენ ჯორჯიას“ დამფუძნებელი გიორგი შარაშიძე, იუსტიცის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე და ადვოკატი ირაკლი კორძახია „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: „სიტროენ ჯორჯიას“ ხმაურიანი საქმე (რომელშიც ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ფიგურირებდა) და შესაძლო კორუფციული სქემა.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

19 თებერვალს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სამშენებლო სამართლის ექსპერტის, უჩა ზაქაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ქაოსური განაშენიანების პრობლემა და სამშენებლო რეგულაციები; აკრძალვა K2 კოეფიციენტების გაყიდვასთან დაკავშირებით. ინიციატივა ისეთი შენობების შესახებ, რომლებიც ქალაქის იერსახეს ამახინჯებენ.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ: 593 53 45 24

19 თებერვალს, 12:30 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“–ში პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის ტექნიკური მხარდაჭერისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტების შედეგების კვლევის პრეზენტაცია გაიმართება.

19 თებერვალს, 14:00 საათზე, “ჰაიდელბერგცემენტის” სათავო ოფისში საქართველოს ცემენტის ასოციაციის რიგით მეექვსე პრესკონფერენცია გაიმართება.

მის.ი: ალ. ყაზბეგის გამზ. #21

საკონტაქტო პირები: ელენე ქართველიშვილი - 599 777 715; ნათია ცვარიანი - 598 558 271

19 თებერვლს, 15:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა ჩატარდება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

19 თებერვლს, 16:30 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N314 (C კორპუსი, III სართული)

19 თებერვალს, 18:00 საათზე, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში გაიმართება ფინური საერთაშორისო სკოლის პრეზენტაცია, რომელიც 2019 წლის სექტემბერში საგურამოში გაიხსნება.

საკონტაქტო პირები: მარიკა ლომთაძე - 555 200 800; მარიამ მეგრელიშვილი - 598 12 12 25

19 თებერვალს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულ სოციალურ მუშაკთა მხარდასაჭერად, თსუ-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის აკადემიური პროგრამების წარმომადგენლები საჯარო დისკუსიას გამართავენ.

მის.: ჭავჭავაძის გამზ. N1, პირველი კორპუსი, აუდიტორია 107

საკონტაქტო პირი ირმა ბებერაშვილი - 593687608

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო