ნინო ლომჯარია - მე გიორგი მამალაძის შეწყალებას მხარი დავუჭირე, რადგან ვფიქრობ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ხარვეზიანი იყო

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, როდესაც ის შეწყალების კომისიის წევრი იყო, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკაში დეკანოზის მონახულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეეძლო, დეკანოზის შეწყალების გადაწყვეტილება კომისიის გვერდის ავლითაც მიეღო. ”მე თავად ვიყავი იმ შეწყალების კომისიის წევრი, რომელმაც აღნიშნული საკითხი განიხილა. ეს გამოტანილი იყო განსაკუთრებული წესით, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო კონსენსუსი და ეს კონსენსუსი შეწყალების კომისიაში არ შედგა.

მე შემიძლია, ჩემს გადაწყვეტილებაზე ვისაუბრო. მე მაშინ მის შეწყალებას დავუჭირე მხარი, თუმცა რა იქნება მომავალში, ეს ახალი პრეზიდენტის პრეროგატივაა. ერთადერთი, რაც მე შემიძლია, ვთქვა, არის ის, რომ მე მივიღე გადაწყვეტილება იმის გამო, რომ ამ საქმის გარშემო არსებობს მთელი რიგი კითხვები და ამაზე სახალხო დამცველი თავის დასკვნაშიც წერდა. რადგან ვფიქრობთ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ხარვეზიანი იყო და საპროცესი ქმედებებთან დაკავშირებით პრობლემებს ვხედავდით, ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება. არ შემიძლია, ვისაუბრო სხვისი სახელით, ერთადერთი შემიძლია, ვთქვა, რომ თავად პრეზიდენტს შეეძლო, დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილება კომისიის გადაწყვეტილების გვერდის ავლით, თუმცა როგორც ჩემთვის არის ცნობილი, პრეზიდენტი შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებას დაეყრდნო, რომელმაც კონსენსუსს ვერ მიაღწია”,- განაცხადა ნონო ლომჯარიამ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა