პრეზიდენტი პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში საჯარო ლექციას წაიკითხავს

საქართველოს პრეზიდენტი პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში საჯარო ლექციას წაიკითხავს. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტის საჯარო ლექცია - ,,საქართველო და ევროპა, შესაძლებლობები ცვალებად გარემოში“ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და ინსტიტუტისს ვებ გვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა: https://bit.ly/2GRnG6L

სალომე ზურაბიშვილის მშობლიურმა ინსტუტმა სოციალური ქსელით გაავრცელა მისი სტუდენტური ანკეტა. „გვაქვს პატივი, დღეს საღამოს ვუმასპინძლოთ საქართველოს პრეზიდენტსა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის კურსდამთავრებულს, სალომე ზურაბიშვილს. მისი სიტყვის მოსმენამდე, რომელიც გვპირდება, რომ იქნება საინტერესო, იხილეთ მისი სტუდენტური პორტრეტი“, – ნათქვამია ინსტიტუტის განცხადებაში.

პრეზიდენტი SciencesPo -ში 1969-1972 წლებში სწავლობდა, ხოლო 2006-2015 წლებში ამავე ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი იყო. პრეზიდენტის ოფიციალურ ,,ფეისბუქზე“ ლექციის ქართული თარგმანის პირდაპირი ტრანსლირება მოხდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო