სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე შუახნის ქალი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე შუახნის ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

როგორც შს სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.