საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის სენატის პრეზიდენტს ჟერარ ლარშეს შეხვდა

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურ მისწრაფებები, საქართველო-საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და რეგიონში შექმნილი ვითარება დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის სენატის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განიხილა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან აღინიშნა, რომ საქრთველოს სჭირდება საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყნის მხარდაჭერა, ევროპული ინტეგრაციისა და ატლანტიკური მისწრაფებების გაძლიერების მიმართულებით, ასევე, საქართველოს წინაშე მდგარ საფრთხეებთან გამკლავების კუთხით.

მათივე ცნობით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ასევე ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, საპარლამენტო თანამშრომლობასა და იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადადგას ქვეყანამ ევრიკავშირში ინტეგრაციის კუთხით.

ფრანგი დეპუტატები რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ხედვით დაინტერესდნენ.

როგორც შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამომდინარეობდა საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესებიდან და მიმდინარე პროცესებში საფრანგეთის როლის გათვალისწინებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა