ზვიად კვაჭანტირაძე ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის თავმჯდომარეს შეხვდა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძე ნიუ-იორკში მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენელს, ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის თავმჯდომარეს, ელზა აბელაშვილს და თსუ-ს ქართული ემიგრაციის მუზეუმის ხელმძღვანელს, საქართველოში ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის წარმომადგენელს, რუსუდან კობახიძეს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე ისაუბრეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ორგანიზაციის - „ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის“ სამომავლო გეგმებზე, რომლის მიზანია სხვადასხვა ქვეყნებში გაფანტული ემიგრანტების კონსოლიდაცია, რაც ჩვენი ქვეყნის იმიჯის ამაღლებას შეუწყობს ხელს იმ ქვეყნებში, სადაც ისინი ცხოვრობენ.

მათივე ცნობით, მხარეებმა ასევე, ისაუბრეს ეკონომიკურ პროექტებზე, რომელიც მხარდაჭერას მოითხოვს. „ემიგრაციის შიგნით დაბადებული გარკვეული ეკონომიკური პროექტები არსებობს, რომელიც მხარდაჭერას მოითხოვს. შევთანხმდით, რომ თუ ეს პროექტები იქნება წარმოდგენილი ჩვენ მას აუცილებლად განვიხილავთ და შეძლებისდაგვარად დავუჭერთ მხარს. მივცემთ რეკომენდაციას მთავრობას ამ პროექტების მხარდასაჭერად, იმ პროგრამების ფარგლებში, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო და მთავრობა ახორციელებს“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ივნისში, ნიუ-იორკში, ჟურნალის „ემიგრანტის ხმა“ პრეზენტაცია და ქართულ-ამერიკული გამოფენა გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა