გიგლა ბარამიძე - როგორც კი მოხდა გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან  ჩამოცილება, მისი ბიზნესპარტნიორების შევიწროებაც დაიწყო

დღევანდელ უმრავლესობაში სასახლის კარის თამაშები მიმდინარეობს, - ამის შესახებ დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „თიბისი ბანკის“ საქმეზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ბარამიძემ აღნიშნა, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მოქმედებები ერთი კვირის წინ არ დაწყებულა და ის ყოფილი პრემიერის წასვლის შემდეგ დაიწყო.

„ვერ არის საქმე კარგად დანიის სამეფოში. მიმდინარეობს დღევანდელ უმრავლესობაში სასახლის კარის თამაშები. ოღონდ შემდეგი რაუნდი არის ნახევრად საიდუმლო გრიფით "ბანკირები". ასეთი პოლიტიკური სტილისტიკა ჩვენთვის უცხო არ არის და ამის გამოხმაურება იყო დღეს ჩვენთვის პრესკონფერენცია და ის დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც ბოლო დღეების განმავლობაში გაჟღერდა. საერთოდ მაკვირვებს, ჩვენი საზოგადოების და ზოგიერთი პოლიტიკოსების, ასევე ჟურნალისტების გულუბრყვილობა, რომ განსაკუთრებულ რაღაცას ელოდებოდით დღევანდელი პრესკონფერენციიდან თიბისი ჯგუფის ლიდერების მხრიდან. საერთოდ, ბანკირები არ მყვანან პრეტორიანული გვარდიის კაპიტნები ან ფლიბუსტიერები, რომ პოლიტიკურად შევარდნენ და აბორდაჟით აიღონ პოლიტიკური სასახლე და პრობლემა ასე გაარღვიონ“, - განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, როგორც კი მოხდა გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ჩამოცილება, მისი ბიზნესპარტნიორების შევიწროებაც დაიწყო. „გულმავიწყები ვართ და არ ვიაზრებთ როდიდან დაიწყო ეს დაპირისპირება ამ ჯგუფთან დაკავშირებით. თავდაპირველად ქართუ ჯგუფმა და იმ ადამიანმა, რომელიც მართავს ყოველივე ამას, წარმატებით ჩააბარა თიბისი ჯგუფს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი ანაკლიის პროექტი. თუ მაშინ ის კარგი იყო, ახლა რატომ ხდება ცუდი? იმდროინდელ პრემიერ-მინისტრთან, რომელთან ერთადაც იხსნებოდა მთელი რიგი ობიექტის საძირკვლები, იყო თიბისი ჯგუფის წარმომადგენლები, მაგრამ ჩემი ხედვით, დაიწყო დიდ ოკეანეში ცურვისთვის მზადება და უფრო მეტი მოინდომა, რაც მისთვის არ იყო განკუთვნილი. როგორც კი მოხდა მისი ჩამოცილება, მისი ბიზნესპარტნიორების ამ საქმეში და არა მხოლოდ ამ საქმეში, დაიწყო მათი შევიწროება. ეს პროცესი ასე უნდა განვიხილოთ და არა ისე, რომ 2-3 დღის ან ერთი კვირის წინ მოხდა ის, რაც მოხდა. მეორეც, მე ათწლეულებია ვიცნობ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ისინი საკმაოდ კომუნიკაბელური ადამიანები არიან და არც ერთ ხელისუფლებასთან ურთიერთობის პრობლემები არ ჰქონდათ და ბოლო დრომდე არც "ქართულ ოცნებასთან" და მის ხელმძღვანელთან ჰქონდათ პრობლემა. ამის დასტური არის ის პროექტიც. მაგრამ როდესაც უნდათ, რომ საზოგადოება დაუდგეთ გვერდში, მათ იმ ავადმყოფობას უნდა დაარქვან სახელი, რაც ახლა ხდება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა პირობებით იყვნენ ისინი ამ პროექტში წინა პრემიერ-მინისტრის დროს ან რატომ გამოუშვეს“, - განაცხადა ბარამიძემ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა