ეკა ბესელია - იუსტიციის საბჭო გადაიქცა ორგანოდ, რომელმაც პარლამენტის მიმართ ინსტიტუციური უპატივცემულობა გამოავლინა

ქვეყანაში როგორი სასამართლო იქნება, გვაღელვებს, რადგან ზოგზოგიერთებივით გუშინ და გუშინწინ არ გამხსენებია, რომ სასამართლო მნიშვნელოვანი თემაა, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 21 წელია, სასამართლო სისტემასთან შეხება აქვს და მისთვის სასამართლოს დამოუკიდებლობა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო.

„ისე არ არის, რომ შემთხვევით, ერთ მშვენიერ დღეს ყველამ გაიღვიძა და დაინახა, რომ ეს ნომერ პირველი პრობლემაა. ყველას, იურისტსა და არაიურისტს კარგად ესმის, ნებისმიერი ადამიანისთვის სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მართლმსაჯულების რეალური შედეგი რამდენად მნიშვნელოვანია. მოსამართლემ სხვათა ქცევა უნდა განსაჯოს, ყველაზე მაღალი რანგის, სტანდარტებისა და რეპუტაციის უნდა იყოს და რასაც ვხედავთ, თანამდებობაზე მყოფი მოსამართლეები ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებენ. თუ პოლიტიკურ და სამართლებრივ მხარეს სახელმწიფოს ჭრილში დავინახავთ, მივხვდებით, რომ იუსტიციის საბჭო გადაიქცა ორგანოდ, რომელმაც პარლამენტის მიმართ ინსტიტუციური უპატივცემულობა გამოავლინა. მეორე მხრივ კი, ეთიკური და კონსტიტუციური სტანდარტების დაცვის თვალსაზრისით საზოგადოებასთან დიდ კონფლიქტში შევიდა. მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის უფლება უნდა შეუჩერდეთ მანამდე, სანამ კრიტერიუმებს სამართლებრივად არ დავხვეწთ და ისეთ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, რომელიც რისკებს დააზღვევს. რისკები სახეზეა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობენ. აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, მოსამართლეთა უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე გადაიწევს. ინიციატივას კომიტეტის გადაწყვეტილების მიუხედავად, პირველსავე პლენარულ სხდომაზე განიხილავენ, რის შემდეგაც დეპუტატები კანონპროექტის კანონად ამოქმედებას უყრიან კენჭს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო