ანრი ოხანაშვილი ლევან გოგიჩაიშვილს - დეპუტატი კაცი იმდენს უნდა ხვდებოდე, რომ კოლეგებს შეურაცხყოფას არ აყენებდე

დეპუტატი კაცი იმდენს უნდა ხვდებოდე, რომ შენს კოლეგებს შეურაცხყოფას არ აყენებდე, - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კოლეგა დეპუტატს, ლევან გოგიჩაიშვილს, რომელმაც მას დანიშნული თავმჯდომარე უწოდა.

ოხანაშვილის განცხადებით, ეს არის იმ დეპუტათა შეურაცხყოფა, რომლებმაც კომიტეტის თავმჯდომარის არჩევაში მიიღეს მონაწილეობა და რომლებიც აქტიურად ეწევიან საკანონმდებლო საქმიანობას.

"დეპუტატი კაცი იმდენს უნდა ხვდებოდე, რომ შენს კოლეგებს შეურაცხყოფას არ აყენებდე. ეს არის ყველა იმ დეპუტატის შეურაცხყოფა, რომელმაც ხმა მომცა. შენ მე ვერაფერს მასწავლი!", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. ერთმანეთს ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი და კომიტეტის თავმჯდომარე ანრი იხანაშვილი დაუპირისპირდნენ.

ხმაური კომიტეტის სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც თავმჯდომარეს არა არჩეული, არამედ დანიშნული უწოდა და კომიტეტის წევრების მოსმენისკენ მოუწოდა.

"შენ ხარ დანიშნული თავმჯდომარე და კარგად იცი ვის მიერაც, კეთილი ინებე და მოგვისმინე, რადგან ჩვენ გასწავლით და შენ ვერ გვასწავლი. მე გასწავლი როგორ უნდა კოლეგების მოსმენა და პოლიტიკის კეთება", - მიმართა ლევან გოგიჩაიშვლმა ანრი ოხანაშვილს.

აღნიშნულმა განცხადებამ დეპუტათა ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია და მას წესების დაცვისკენ მოუწოდეს.

იხილეთ ვიდეო: იურიდიული კომიტეტის სხდომა ცხარე კამათის ფონზე წარიმართა

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა