დავით ჭიჭინაძე - "ქართული ოცნებიდან" წავედი, რომ დავბრუნდე ხალხთან ერთად

"ქართული ოცნებიდან" წავედი, რომ დავბრუნდე ხალხთან ერთად", - ამის შესახებ ფრაქცია "პატრიოტების" წევრმა, დავით ჭიჭინაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტი ვალდებულია მიჰყვეს ხალხის ნებას, სხვა შემთხვევაში ნებისმიერი გუნდი წაგებული აღმოჩნდება.

დეპუტატმა ეს განცხადება მოსამართლეების საკითხის განხილვისას გააკეთა. მან კოლეგებს კითხვით მიმართა, რატომ უნდა იყვნენ დარწმუნებული, რომ უვადოდ გამწესებული მოსამართლეები არ დაემორჩილებიან სხვა პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც შესაძლოა საზოგადოებისთვის საზიანო საქმეები აწარმოონ. "როცა ფრაქციიდან წავედი, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ გავრიცხეთო. სინამდვილეში წავედი, რომ დავბრუნდე ხალხთან ერთად", - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო