ანრი ოხანაშვილი - ვერ მოიყვანეს ვერც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, თუ რატომ უნდა გადავადდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა 2024 წლამდე

ეს პროცესი დაცლილი იყო ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტებისა და მსჯელობისგან, - ასე აფასებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კომიტეტის დღევანდელ სხდომას. მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტის ავტორებმა მარტივ კითხვებს ვერ გასცეს პასუხი და ვერ მოიყვანეს ვერც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, თუ რატომ უნდა გადავადდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა 2024 წლამდე.

"დავსვი მარტივი კითხვა, აღნიშნული კანონპროექტი უზრუნველყოფდა თუ არა კიდევ უფრო კვალიფიციური მოსამართლეები შესულიყვნენ სისტემაში და უფრო სწრაფად მომხდარიყო პროცესების წარმართვა სასამართლოში. ამ მარტივ კითხვაზე ვერ მივიღე პასუხი. ეს პროცესი დაცლილი იყო ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტებისა და მსჯელობისგან", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 9 დეპუტატის მიერ ხელმოწერილ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების 2024 წლის 31 დეკემბრამდე გადავადებას. დეპუტატები აღნიშნულ საკითხზე სამსაათნახევრის განმავლობაში ცხარე კამათის ფონზე მსჯელობდნენ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა