მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საკითხი პარლამენტში განხილვის საგანი გახდეს

რატომ დაიწყო 11 წლის შემდეგ გამოძიება, ეს კითხვა ლეგიტიმურია და ითხოვს პასუხს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით შექმნილი ვითარების საკითხზე, "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია პროცესის გამჭვირვალობა და ყველა არსებულ კითხვაზე პასუხის გაცემა.

"მნიშვნელოვანია ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ფაქტია, რომ ხელისუფლებას, არანაირი ინტერესი ამ პროცესში არ გააჩნია. საჭიროების და სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია საკითხის შესაბამის კომიტეტში განხილვა," - აღნიშნა მდინარაძემ.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო