საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2019 წლის სამოქმედო გეგმას დღეს დაამტკიცებს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2019 წლის სამოქმედო გეგმას დღეს დაამტკიცებს. როგორც ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო გოგუაძემ განუცხადა, უცვლელ პრიორიტეტად რჩება პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება.

ნინო გოგუაძის განცხადებით, სამოქმედო გეგმაში დიდი ყურადღება ეთმობა საერთაშორისო დონეზე არაღიარების პოლიტიკასთან მიმართებით მეტი მხარდაჭერის მოპოვებას.

„საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პრიორიტეტები, რა თქმა უნდა, ამ წლისთვისაც იქნება ბევრი მიმართულებით აქტივობების განხორციელება. პირველ რიგში, ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, ევროკავშირის ქვეყნებთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან. დიდ ყურადღებას დავუთმობთ ისეთ საკითხებზე მუშაობას, როგორიცაა: არაღიარების პოლიტიკის გატარება, არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებისთვის მეტი მხარდაჭერის მოპოვება საერთაშორისო დონეზე. იცით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი არაერთი რეზოლუცია მიიღეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებში და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ამ წლის პრიორიტეტშიც არის. მნიშვნელოვან ყურადღებას დავუთმობთ პარლამენტის კონტროლის ფუნქციის განხორციელებას და კომიტეტის კონტროლის ფუნქციის განხორციელებას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, პირველ რიგში, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა