დონალდ ტრამპმა ვენესუელელ სამხედროებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ოპოზიციას და ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარება დაუშვან

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელელ სამხედროებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ოპოზიციას და ჰუმანიტარული დახმარება დაუშვან ქვეყანაში. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა მაიამიში ფლორიდას შტატის საერთაშორისო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მივიჩნევთ, რომ ვენესუელას შეიარაღებული ძალები და მათი სარდლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქვეყანაში დემოკრატიისკენ გადასვლის მშვიდობიან პროცესში. თუ თქვენ ამ გზას ირჩევთ, გექნებათ შესაძლებლობა შექმნათ ვენესუელელი ხალხისთვის უსაფრთხო და ბედნიერი მომავალი. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ მეორე გზა და განაგრძოთ ნიკოლას მადუროს მხარდაჭერა“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, მეორე გზის არჩევის შემთხვევაში, ვენესუელელი სამხედროები ყველაფერს დაკარგავენ.

„ისინი ვერ იპოვიან თავშესაფარს, მარტივ გამოსავალს. მათ არ ექნებათ უკან დასაბრუნებელი გზა. ისინი ყველაფერს დაკარგავენ“, - აღნიშნა აშშ-ს ლიდერმა.

მან ასევე მოუწოდა ვენესუელელ სამხედროებს ისარგებლონ ხუან გუაიდოს შეთავაზებით და ამნისტია მიიღონ, რათა „თავიანთ ოჯახებთან ერთად მშვიდობიანად გაატარონ ცხოვრება“.

„გუაიდო არ მიისწრაფის შურისძიებისკენ. მადუროს ბრძანებები არ უნდა შეასრულოთ, არ უნდა დაბლოკოთ ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების შეშვება, არ უნდა დაემუქროთ და ძალა გამოიყენოთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ“, - დასძინა ტრამპმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს